7
აგვ.
7 აგვ 2022
ღია სივრცე კავკასიის განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომზე
რუსეთის სამხედრო ძალები 2008 წლის 7 აგვისტოს შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის არაერთი ნორმა, ხოლო 7 აგვისტოდან 12 აგვისტომდე დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმები, ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის უფლების ხელყოფა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, არა სამხედრო დანიშნულების ობიექტების დაბომბვა და განადგურება. რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა მრავალი სამოქალაქო პირი, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყენა.
2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის დახმარებით დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დღემდე არ ასრულებს და კვლავ აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მიტაცებას, "მცოცავი ოკუპაციის" ფორმით.
ღია სივრცე კავკასია პატივს მიაგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილ გმირებს.