4
დეკ.
4 დეკ 2024
სამოქალაქო სექტორი კატეგორიულად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ძალოვანი უწყებების მიერ განხორციელებულ ძალადობას

 

ქართული სამოქალაქო სექტორი კატეგორიულად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ძალოვანი უწყებების მიერ სამოქალქო აქტივისტური ჯგუფებისა და პოლიტიკოსების უკანონო დაკავებას, მათი ოფისების ჩხრეკასა და პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს. ქართული ოცნების ქმედებები გასცდა არა მხოლოდ კანონიერ, არამედ კონსტიტუციურ და მორალურ ჩარჩოებს. ივანიშვილის პრემიერ მინისტრმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა რეპრესიები და დღეს უკვე ამ დავალების სისრულეში მოყვანაში ძალოვანი სტრუქტურები ჩაერთვნენ. აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი რეჟიმი ყველაფერს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების გასათელად და საქართველოს მოქალაქეების დასაშინებლად, რათა მათ შეწყვიტონ რუსული კრიმინალური რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ივანიშვილის ხელისუფლებას ეშინია ხალხის, რადგან მხოლოდ ხალხს შეუძლია ამ უკანონობას დაუსვას  წერტილი.

ძალაუფლებაში მყოფი არალეგიტიმური ძალის მხრიდან რეპრესიების დაწყება, დაკავებულების წამება და მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება რეჟიმის სისუსტის და შიშის ნიშანია. ჩვენ არ გვეშინია, ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას ძალადობის, უსამართლობის და ანტიკონსტიტუციური წესრიგის დამყარების წინააღმდეგ.

ვითხოვთ 28 ნოემბრის შემდგომ დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკოს და ძალოვანი უწყებების კონსენსუსური კანდიდატებით დაკომპლექტების პირობებში. ასევე, შსს-ს მოძალადე თანამშრომლების და მათი ზედამხედველი პირების პასუხისგებაში მიცემას.         

მოვუწოდებთ საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით და რეპრესიული რუსული რეჟიმის წარმომადგენლების შესაჩერებლად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები, მათ შორის, დაუწესონ ძალადობის ჩამდენ, დამკვეთ და პასუხისმგებელ პირებს ინდივიდუალური სანქციები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

საქართველოს ევროპული ორბიტა

საფარი

დემოკრატიის მცველები

სამოქალაქო იდეა

სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი

ყვარლის ევროკლუბი

პროაქტივ ჯგუფი საქართველო

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს მომავლის აკადემია

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

პრევენცია პროგრესისთვის

უფლებადამცველთა გაერთიანება ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრი

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

ღია სივრცე კავკასია

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" - RICDOG

მედიის განვითარების ფონდი

კანონის უზენაესობის ცენტრი