მისია
ღია სივრცე კავკასია ისწრაფვის სოციალურად მედეგი, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მდგრადი, ადამიანისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ღია სივრცე კავკასია ასევე ისწრაფვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ, საერთო გამოწვევების უფრო ეფექტური გადაჭრისთვის. ღია სივრცე კავკასიის მყარი რწმენაა, რომ უსაფრთხოების მიღწევა შეუძლებელია დემოკრატიული განვითარების გარეშე, ხოლო დემოკრატიული განვითარება მოითხოვს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და საქართველოს მნიშვნელობის გაძლიერებას, „დაკავშირებულობის“ (ე.წ. connectivity-ს) ზრდის მეშვეობით. ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად, ღია სივრცე კავკასია ახორციელებს კვლევებს, სწავლებას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. ღია სივრცე კავკასია არის კვლევითი-საკონსულტაციო ორგანიზაცია (ე.წ. think tank).ღირებულებები
ღია სივრცე კავკასიის ძირითადი ღირებულებებია:
- დემოკრატია
- ადამიანის უფლებები
- კანონის უზენაესობა
- თანასწორობა
- ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
- ადამიანის უსაფრთხოება
- ეკოლოგიური მდგრადობა
- ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაციები
მიმდინარე თემატური მიმართულებები:
ამჟამად, ღია სივრცე კავკასია მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:
- სასამართლო სისტემა: სამართლიანი სასამართლოს ხელშეწყობა, სასამართლო სისტემის ორგანიზაციული და საგანმანათლებლო სისტემის ხელშეწყობით;
- სახელმწიფო ინსტიტუციები: მარეგულირებელი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციების საქმიანობის, საჭიროებების ანალიზი და საკონსულტაციო-ტრენინგ მხარდაჭერა;
- საკანონმდებლო გავლენის ანალიზი (Regulatory Impact Assessment – RIA);
- თანასწორი, თავისუფალი არჩევნების ხელშეწყობა;
- კიბერუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა, ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლა და ჰიბრიდული თავდასხმებისგან დაცვის სისტემების განვითარება;
- ეკონომიკური უსაფრთხოება, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა: სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მიღწევის მიზნით, ღია სივრცე კავკასია სხვადასხვა სახის მხარდაჭერას სთავაზობს მცირე მეწარმეებს, პროფესიული უნარ-ჩვევების, მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნა-განვითარებისთვის;
- დევნილებისა და დევნილთა მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა მხარდაჭერა;
- კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის განვითარება და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-განვითარებაზე ზრუნვა;
- თანასწორობა: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ლგბტი+ ჯგუფების დაცვა და ეკონომიკური თანასწორობისა და სამართლიანობის ხელშეწყობა;
- ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება;
- გარემოს დაცვა და მწვანე პოლიტიკა: გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებით გათვალისწინებული მდგრადი გარემოსა და მწვანე პოლიტიკის ხელშეწყობა;
- განათლების პოლიტიკისა და სისტემის განვითარება, ახალი თაობის გამოწვევებზე საპასუხოდ;
- მდგრადი, ადამიანის უფლებებზის მიდგომაზე დაფუძნებული (RBA) ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა;
- თავისუფალი, ძლიერი მედიის განვითარება;
- საინვესტიციო პოლიტიკა: საინვესტიციო პოლიტიკის გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების ანალიზი, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკასთან თანხვედრაში მყოფი ინვესტორების სამართლებრივი მხარდაჭერა; - საგარეო პოლიტიკური მიმართულება: საერთაშორისო ადვოკატირება.
ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა და გენდერული თანასწორობა წარმოადგენს ღია სივრცე კავკასიის ყველა პროგრამის გადაკვეთის პრიორიტეტს.
საქმიანობის ფორმები:
- კვლევა, საჭიროებების დიაგნოსტირება, პოლიტიკის ანალიზი და სხვა
- სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება
- საგამომცემლო: სახელმძღვანელო, ანალიტიკური და სხვა პუბლიკაციების შემუშავება და გამოცემა
- სარეკომენდაციო/საკონსულტაციო: სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორისთვის კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შეთავაზება
- სამოქალაქო დიალოგის წარმოება/ფასილიტაცია, ქსელებისა და კოალიციების შექმნა და ხელშეწყობა
- მედია: ონლაინ ტელევიზიის განვითარება.
ორგანიზაციის გამოცდილება
მუშაობის ხუთი წლის განმავლობაში, COS– მა:
- იუსტიციის უმაღლეს სკოლის ჩართულობით და აქტიური თანამშრომლობით ჩაატარა კვლევა მოსამართლეთა საჭიროებების შესახებ (იმერეთის მასშტაბით);
- საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომლის მიზანია პარლამენტარების თემატური გაძლიერების ხელშეწყობა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, რათა კანონშემოქმედებით პროცესში მოხდეს ცოდნაზე დაფუძნებული გადაწვეტილებების მიღება და საქართველოს კანონმდებლობის ასოცირების ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში მოყვანა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია როგორც პარლამენტარების, ასევე შესაბამისი კომიტეტების აპარატის თანამშრომლებისათვის, პარლამენტის სასწავლო - ცენტრის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის მოსამართლეებისათვის;
- საქართველოში, გურიის რეგიონისთვის ჩაატარა საველე კვლევა და შეიმუშავა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ყოვლისმომცველი მწვანე პოლიტიკის ჩარჩო- სტრატეგია;
- ჩაატარა კვლევა და შეიმუშავა სტრატეგია კავკასიასა და შუა აზიაში უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებებისა და მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული კვლევის საფუძველზე ექსპერტებთან ერთად დაგეგმა და ჩაატარა ტრენინგები და ვებინარები: ორგანიზაციული მართვისა და მდგრადი განვითარების, მედია დაფარვისა და ადვოკატირების ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმების, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და კიბერ-უსაფრთხოების თაობაზე;
- ჩაატარა არაერთი პრო-ბონო ტრენინგი საქართველოს მთიან რეგიონებში სოფლის მოსახლეობისთვის საარსებო წყაროების მიღების მეთოდების შესახებ (ბიზნეს გეგმები და მენეჯმენტი, ადგილობრივ თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და საბიუჯეტო პროცესში ჩართვა). ასევე, ტრენინგები თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის (ფონდების მოძიება, პროექტების მართვა/პერფორმანსი);
- შეიმუშავა არაერთი სახელმძღვანელო-ინსტრუქცია, მათ შორის, მედიის გაშუქების სტანდარტების შესახებ საარჩევნო პერიოდში;
- აკვირდებოდა 2019 წლის შუალედურ, 2020 წლის საქართველოს პარლამენტის და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
გუნდი
ორგანიზაციის თავმჯდომარე/გამგეობის წევრი, თანადამფუძნებელი: ირმა პავლიაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი/ადმინისტრაციული დირექტორი 2017-2020 წლებში. საექსპერტო/კვლევითი საქმიანობის მიმართულება: ადგილობრივი თვითმმართველობა, არჩევნები და პოლიტიკური პროცესები, გენდერული მეინსტრიმინგი, ადვოკატირება, ორგანიზაციული მართვა და ფინანსური მდგრადობა.
გამგეობის წევრი, თანადამფუძნებელი: თეონა მაჭარაშვილი
გამგეობის წევრი: სულხან სალაძე
იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი: სოფიო სოხაძე
ორგანიზაციას აქვს მულტიდისციპლინური ექსპერტების ქსელი, რომლებიც ჩართულები არიან COS-ის აქტივობებში, როგორც საქართველოს, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფარგლებში.