23
ოქტ.
23 ოქტ 2024
არჩევნების დაკვირვების პროგრამა

არჩევნების დღის დაკვირვებისთვის, ღია სივრცე კავკასიამ დაარეგისტრირა 600-მდე დამკვირვებელი. არჩევნების დღეს ღია სივრცე კავკასია დააკვირდება არჩევნებს როგორც საუბნო საარჩევნო დამკვირვებლების, ისე მობილური ჯგუფებისა და საოლქო საარჩევნო დამკვირვებლების მეშვეობით. 

ღია სივრცე კავკასია ხელმძღვანელობს ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით (საარჩევნო კოდექსი და საქართველოს კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ) და ასევე საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით, მათ შორის ევროპის საბჭოს რეკომენდაციებითა და სტანდარტებით. 

ღია სივრცე კავკასიას საარჩევნო დაკვირვების პროგრამა ემსახურება კანონიერი, თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი გარემოს ხელშეწყობას დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი საარჩევნო დაკვირვების მეშვეობით. 

ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს ღია სივრცე კავკასიას ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამით არჩევნების სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად: www.cosacademy.ge

ღია სივრცე კავკასიას შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ მას და ის შესაძლოა არ ასახავდეს მისი პარტნიორების პოზიციას.