9
სექტ.
9 სექ 2022
კონკურსი სტატისტიკის სპეციალისტის, გენდერის საკითხის კოორდინატორისა და მკვლევარის შესარჩევად

გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პროექტისთვის

 

ღია სივრცე კავკასია მუშაობს საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ოჯახში ძალადობის შემცირებისათვის. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია ატარებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებისა და ინფორმირებულობის კვლევას საქართველოში, რისთვისაც მიმდინარე კონკურსის ფარგლებში შეირჩევა ორი მკვლევარი: სტატისტიკოსი და ხარისხობრივი მკვლევარი, და გენდერის საკითხის ერთი კოორდინატორი.

 

კონკურსის შესახებ

კონკურსის შედეგად შეირჩევა 3 ექსპერტი:

-       სტატისტიკის სპეციალისტი რაოდენობლივი კვლევის დასაგეგმად;

-       გენდერის საკითხის კოორდინატორი;

-       ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული საკითხების სპეციალისტი.

 

საექსპერტო სამუშაო მოიცავს:

-       სტატისტიკის სპეციალისტი რაოდენობლივი კვლევის დასაგეგმად;

სამიზნე ჯგუფის შერჩევის მეთოდის შემუშავება და სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა-იდენტიფიცირება, წარმომადგენლობითი შერჩევის უზრუნველსაყოფად (sampling);

კვლევის კითხვარის შემუშავებაში მონაწილეობა;

კვლევის მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პროცესში მონაწილეობა.

-       გენდერის საკითხის კოორდინატორი;

გენდერული პოლიტიკისა და საკანონმდებლო სიახლეების ანალიზი და რელევანტური შემთხვევების (case) ანალიზი და კონტექსტის შესაბამისად, პროექტის კვლევებისა და ტრენინგების თემატიკის დაზუსტება, მასალის დამუშავება და ანალიზში მონაწილეობა;

-       ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული საკითხების სპეციალისტი.

ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული საკითხების ანალიზი ადგილობრივი პოლიტიკის, საკანონმდებლო, პროგრამული და საბიუჯეტო ინსტრუმენტების საფუძველზე, რეკომენდაციების განსაზღვრა.

ვადები განისაზღვრება ექსპერტებთან ინდივიდუალურად.

 

ძირითადი მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ პირს/ებს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:

-       სტატისტიკის სპეციალისტი რაოდენობლივი კვლევის დასაგეგმად;

სტატისტიკის მიმართულებით აკადემიური განათლება და მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება რაოდენობრივი კვლევის დაგეგმვაში;

-       გენდერის საკითხის კოორდინატორი;

გენდერის მიმართულებით მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, ძირითადი პოლიტიკის დოკუმენტებისა და კანონმდებლობის, საერთაშორისო ინსტრუმენტების და საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა, გუნდის კოორდინაციის გამოცდილება;

-       ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული საკითხების სპეციალისტი.

ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივი პოლიტიკის, საკანონმდებლო და საბიუჯეტო ინსტრუმენტების ანალიზში, გენდერულ საკითხებში.

 

შერჩევის პროცედურა:

განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

 

შერჩევის კრიტერიუმებია:

კანდიდატის ცოდნა, გამოცდილება თემატური მიმართულებით - 50 ქულა;

მომსახურების ღირებულება - 30 ქულა;

კვლევის ჩატარების/კოორდინაციის დასაბუთებული უნარ-ჩვევები - 20 ქულა.

 

განაცხადის წარდგენა

განაცხადი მიიღება ელექტრონულად, 2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: cos@cos.ge  სათაურში მიუთითეთ „გენდერის პროექტის ექსპერტი“ ტრენერობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

-       კანდიდატის CV;

-       კანდიდატის მიერ წარსულში შემუშავებული სხვადასხვა მასალა (ტრენინგ მოდული, სახელმძღვანელო, კვლევა, და ა.შ.);

-       შესასრულებელი სამუშაოს ფასი და ვადები;

-       რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია;

-       ორი წინა დამკვეთის საკონტაქტო ინფორმაცია.

ღია სივრცე კავკასია (COS) იტოვებს უფლებას, დაუკავშირდეს კანდიდატის მიერ წარდგენილ რეკომენდატორებს და წინა დამკვეთებს.