20
სექტ.
20 სექ 2022
Სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების და უფლებადამცველების ერთობლივი განცხადება
მოგმართავთ თხოვნით, 17 სექტემბერს, 14:45 საათზე, რუსთავი 2-ის მიერ ფემიციდის შესახებ დაანონსებული გადაცემა "ღამის პრაიმ-თაიმი" არ გავიდეს ეთერში. ვიდეო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია წარწერით:
"საზოგადოება, რომელიც ამართლებს ფემიციდს - მწვავე დაპირისპირება - ცხელი დისკუსია - და ქალები, ქალების წინააღმდეგ".
ანონსის მიხედვით, წამყვანები და მოწვეული სტუმრები ცდილობენ, საზოგადოებას აჩვენონ პრობლემის "მეორე მხარე", მაშინ, როდესაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას არ აქვს არანაირი გამართლება და საკითხის განხილვისას გამორიცხავს "მეორე მხარის" პოზიციას, რაიმე ალტერნატიული მოსაზრების არსებობას, საკითხის სპეციფიკურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე. გადაცემაში მოწვეული სტუმრები იყოფიან ორ კატეგორიად: ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფემიციდის გამართლებას და მათი მოწინააღმდეგეები, ხოლო წამყვანებს უკავიათ აღშფოთებული პოზიცია იმ სტუმრების ძალადობრივი და ძალადობის წამახალისებელი რეპლიკების გამო, რომლებიც თავად მოიწვიეს.
საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის მიერ შემუშავებული „გენდერული საკითხების გაშუქება - სახელმძღვანელოს წესების" თანახმად;
მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების განმტკიცებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას;
ფემიციდი არის ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმა, რომლის გაშუქებისას მედიამ არ უნდა შეეცადოს იმის გარკვევა, რა "დააშავა" ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანია არა მიზეზი, არამედ ფაქტი.
Ჩვენ უდიდესი საფრთხის და რისკებისშემცველად მივიჩნევთ გადაცემების იმგვარად მომზადებას და გავრცელებას, სადაც სრულიად უგულებელყოფილია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და ადამიანის უფლებები, რითიც ეთიკური ჟურნალისტი უნდა ხელმძღვანელობდეს მედია პროდუქტის მომზადებამდე.
მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება იყოს ქალზე ძალადობის გამომწვევი მიზეზი, რა შემთხვევაშია ცოლის ცემა გამართლებული ან არის თუ არა ქალი ქმრის საკუთრება, აძლიერებს სტიგმას და ხელს უწყობს დისკრიმინაციულ მიდგომებს ქალების და გოგონების მიმართ.
შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს, რა დამაზიანებელი გავლენა აქვს ამას და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებულ გადაცემებში, თუ სხვა ჟურნალისტურ პროდუქტებში არ შეუწყოს ხელი ისედაც არსებული დისკრიმინაციისა და ჩაგვრის კიდევ უფრო გაძლიერებას.
ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოში 200-მდე ქალი მოკლეს. სახელმწიფოს არაეფექტურ პოლიტიკასთან და საზოგადოების გულგრილობასთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის ზრდას, შესაძლოა, მედიის მხრიდან დაუფიქრებელმა, გაუაზრებელმა და უპასუხისმგებლო გაშუქებამაც შეუწყოს ხელი.
მედიის პასუხისმგებლობაა, არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციისა და სტერეოტიპების გამძაფრებას და იმოქმედოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ პროფესიული ეთიკა, საკითხს მიუდგეთ გონივრულად და ხსენებული გადაცემა არა თუ კორექტირებით, არამედ საერთოდ არ გაუშვათ ეთერში, ვინაიდან, მისი ფორმატიდან გამომდინარე, კორექტირება სრულიად შეუძლებელია.

ხელმომწერები:

ააიპ : ღია სივრცე კავკასია
ფემინა
საქართველოს შემეცნებითი ცენტრი
გოგა ხატიაშვილი - დამოუკიდებელი ექსპერტი
Ონლაინ გამოცემა "ქვიარი"
Ლონდა თოლორაია - ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი
სოფიო გიგაური
ა(ა)იპ "ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკეს" დამფუძვნებელი მარიამ დალაქიშვილი
ბელა ანანიძე
მარიკა მამუჩიშვილი
მარიამ გაბრელიანი
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
თამარ გვერდწითელი
ელენე კალანდაძე
კავშირი საფარი
ნინო ზედგინიძე
ხატია მუმლაძე
ნინო შაქარაშვილი
ა(ა)იპ "ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის"
ბელა პატაშური
ნინო მეყანწიშვილი
ნინო ტურაბელიძე
GCRT - წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;
თინათინ ნოღაიდელი
ააიპ "სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
მაკა ღუდუმიძე
თამთა კვეზერელი
ა(ა) იპ "წითელი ხაზები
ნინო გოდერძიშვილი
ბარბარე ტაბიძე
დადუ ხუბულავა
Ქეთევან ჭინჭარაული
ნინო გოგეᲨვილი და ვახტანგ ჭეიშვილი: "NINO GOGE GALLERY" - Exhibition space for contemporary art.
თამარი აფციაური
Კავშირი„ფრეია"
ააიპ " დავიწყოთ ახლა" ნანა გოგოხია
მარიამ ჩაბრავა
ნათია ვასაძე
ლია უკლება
ია სიჭინავა
ლიდა ჩიხლაძე
ნინო ხაჩიძე
თეა მწეყერაძე
თეკლა კვერნაძე
თინათინ ჭავჭანიძე
თამარ კვახაძე
ელენე დოხნაძე
ონლაინ პორტალი "ნაამბობი"
მარიკა ჭავჭავაძე
Ნინო დათაშვილი მორეტა ბობოხიძე - ადამიანის უფლებების ექსპერტი სალომე დუმბაძე
ბექა წიკლაური
ნინო ოსაძე
ლამარა სიბაშვილი
ნათია ბერიძე
Მაგდა მამუკაშვილი
Კესო ჭურღულია
თათა როსტომაშვილი
ა(ა)იპ ,,გურიის სამოქალაქო ცენტრი'' ნინო ურუშაძე
ააიპ ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო
ააიპ უფლებები საქართველო / rights Georgia
ააიპ ახალგაზრდა ფემინისტები
თამარი კურტანიძე
შორენა შავლაყაძე
საბა ვაჭარაძე
ნათია ბექოშვილი
თამუნა კურტანიძე
Მარი ბეროშვილი
თეა ჩაფიძე
ნანო არაბიძე
ნინო ვასაკიძე
გვანცა კევხიშვილი
მაკა ნადირაძე
მარიამ აბულაძე
ნათია ჩიქოვანი
ირინა პეტროვა
ანა ბურდული
თამთა ჯოჯუა
მარიამ ჩხიკვიშვილი
ინგა კაპანაძე
ია თადიასვილი
შორენა ბურჯანაძე
ანა ბიბილაშვილი
თოზუ გულმამედოვა
თამარ ქოიავა
თინათინ ჭავჭანიძე- ,,ცხოველთა უფლებების კომიტეტი,,
ინგა გელეიშვილი
თამარა კვახაძე
ნინო ნარიმანიძე
თეონა როსტიაშვილი
ინგა კლდიაშვილი
მაია კოტაშვილი
ქეთევან ზაალიშვილი
ვერა გუგუჩია
ელენა კევლიშვილი
ნათია კბილაშვილი
ნანა მდივანი