23
სექტ.
23 სექ 2022
კონკურსი მოსამართლეთა პროფესიული სწავლების ტრენერის შესარჩევად

ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, ღია სივრცე კავკასია თანამშრომლობს იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან მოსამართლეებისათვის პროფესიული სწავლების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საჭიროებების კვლევებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია შეიმუშავებს ტრენინგ მოდულებს და მათ საფუძველზე მართავს სხვადასხვა ტრენინგს მოსამართლეებისათვის.

 

 

კონკურსის შესახებ

კონკურსის შედეგად შეირჩევა ტრენერი ან ტრენერთა ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ტრენინგ-მოდულებს, სასწავლო დამხმარე მასალას და გამართავს ტრენინგებს ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:

 

- შრომის უფლებები;

- სახელშეკრულებო სამართალი;

თითოეული ტრენინგი მოიცავს მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 25 მოსამართლეს და თითოეული ტრენინგი გაიმართება ორი ტრენერის მიერ გუნდური მუშაობით (სასურველია ერთ-ერთი ტრენერი იყოს მოქმედი მოსამართლე, ხოლო მეორე სფეროს არამოსამართლე ექსპერტი).

 

საექსპერტო სამუშაო მოიცავს:

- საექსპერტო გუნდთან ერთად სტრატეგიული დაგეგმვის შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა, დისკუსია, დაგეგმვა;

 

- ტრენინგ მოდულის შემუშავება, რომელიც თემატურად მოიცავს: საკანონმდებლო მოწესრიგებას, უზენაესი სასამართლოს ყველაზე ახალ და რელევანტურ პრაქტიკას, საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტებს და პრაქტიკული გამოწვევებიდან გამომდინარე კაზუსებს/გამოწვევების ანალიზს;

 

- ტრენინგ მოდული შეიცავს: ppt პრეზენტაცია მოკლე ვიზუალური და ნარატიული განმარტებებით, მოკლე შეჯამებულ საკითხავ მასალას (ე.წ. handout), შემდგომი საკითხავი დამატებითი ლიტერატურის ჩამონათვალს და წყაროს, კაზუსებს, კონკრეტულ შემთხვევებს (ე.წ. case) და პრე-პოსტ კითხვარს ტრენინგის შედეგების შეფასებისთვის და სხვა დამატებით ინფორმაციას რაც ტრენინგიდან თემატიკიდან გამომდინარე აუცილებელია;

- ტრენინგის ჩატარება;

- ტრენინგის შედეგების შეფასებაში მონაწილეობა.

 

მასალის წარდგენის ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად.

 

ძირითადი მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ პირს/ებს. ტრენინგის ჩატარებით დაინტერესებული პირი ან ჯგუფი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:

- ადამიანის უფლებების მიმართულებით ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;

- ზრდასრულთა განათლების მეთოდოლოგიის გამოყენების გამოცდილება;

- სასურველია უმაღლესი აკადემიური პროფილი სამართალმცოდნეობის მიმართულებით;

- პრაქტიკული გამოცდილება შერჩეული თემატიკის შესაბამისად.

 

შერჩევის პროცედურა:

განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

 

შერჩევის კრიტერიუმებია:

კანდიდატის ცოდნა, გამოცდილება თემატური მიმართულებით - 50 ქულა;

მომსახურების ღირებულება - 30 ქულა;

ტრენინგის ჩატარების დასაბუთებული უნარ-ჩვევები - 20 ქულა.

 

განაცხადის წარდგენა

განაცხადი მიიღება ელექტრონულად, 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: cos@cos.ge სათაურში მიუთითეთ "ტრენერი მოსამართლეებისათვის". ტრენერობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

 

- კანდიდატის CV;

- კანდიდატის მიერ წარსულში შემუშავებული სხვადასხვა მასალა (ტრენინგ მოდული, სახელმძღვანელო, კვლევა, და ა.შ.);

- შესასრულებელი სამუშაოს ფასი და ვადები;

- რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია;

- ორი წინა დამკვეთის საკონტაქტო ინფორმაცია.

ღია სივრცე კავკასია (COS) იტოვებს უფლებას, დაუკავშირდეს კანდიდატის მიერ წარდგენილ რეკომენდატორებს და წინა დამკვეთებს.