14
ნოე.
14 ნოე 2022
ვაკანსია - ინტერვიუერი

პროექტის შესახებ:

პროექტი „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის ფარგლებში, ღია სივრცე კავკასია ატარებს სხვადასხვა ხარისხობრივ და რაოდენობრივ კვლევას, მათ შორის - რაოდენობრივ კვლევას თბილისში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და მთიან იმერეთში. კვლევის ამოცანაა საზოგადოების მოსაზრებების კვლევა ძალადობასთან დაკავშირებით, რათა შემდგომ შემუშავდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული საადვოკაციო გეგმა და რეკომენდაციები სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების ფორმირებისთვის.

 

 

სამუშაოს აღწერა:

რაოდენობრივი კვლევისათვის საველე სამუშაოების ჩატარება (შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი რესპოდენტების გამოკითხვა) დეკემბერ-იანვრის თვეებში.

ინტერვიუერების სამუშაო ლოკაცია:

-       თბილისი

-       კახეთი

-       რაჭა-ლეჩხუმი

-       მთიანი იმერეთი

შერჩეული რესპოდენტები გაივლიან სავალდებულო გადამზადების მოკლევადიან კურსს და მიიღებენ სერტიფიკატებს. საუკეთესო შედეგების მქონე რესპოდენტები დარეგისტრირდებიან ორგანიზაციის პროფესიულ ბაზაში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და სამუშაო დღეების მიხედვით.

 

გამოცდილება:

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:

-       მოგზაურობის შესაძლებლობა კვლევის ფარგლებში

-       კომუნიკაბელურობა, კონფლიქტების მართვის უნარი

-       დროის მართვის უნარი, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობა

-       გუნდური მუშაობის უნარი

-       პატივისცემა განსხვავებული შეხედულებების, აღმსარებლობის, სოციალური თუ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ

-       მინიმუმ საბაკალავრო ხარისხი სოციალურ ან/და პოლიტიკურ მეცნიერებებში, ან სხვა დაკავშირებულ სფეროებში

-       რაოდენობრივ კვლევაში მუშაობის გამოცდილება.

გამოცდილება რაოდენობრივი კვლევის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.

 

საბუთების წარდგენა:

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი დეტალური CV და სამოტივაციო წერილი ელ.ფოსტაზე: cos@cos.ge და სათაურში მიუთითეთ „ინტერვიუერი“. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ამავე ელ.ფოსტაზე.

განაცხადების მიღება გრძელდება 2022 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით, დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.