4
ნოე.
4 ნოე 2022
ტრენინგები მოსამართლეებისთვის: ოჯახში ძალადობა, სამშენებლო სამართალი
2022 წლის 4-6 ნოემბერს ღია სივრცე კავკასიამ, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, გამართა ტრენინგები პირველი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის შემდეგ თემატიკაზე:
▪️ სამშენებლო სამართალი;
▪️ ოჯახში ძალადობა;
▪️ განგრძობითი განათლების სახელმძღვანელოს გაცნობა.
ტრენინგები გაიმართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. ტრენინგების თემატიკის იდენტიფიცირება და მოდულების შემუშავება დაეფუძნა ამავე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ კვლევას, მოსამართლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა ამავე წლის 20 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
ტრენინგებს უძღვებოდნენ ღია სივრცე კავკასიის ექსპერტები და საქართველოს საერთო სასამართლოების სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. აღნიშნული კვლევითი-საგანმანათლებლო პროექტი წარმოადგენს ღია სივრცე კავკასიის ფართო თანამშრომლობის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელიც ემსახურება საკვანძო ინსტიტუციების შესაძლებლობების გაძლიერებას და მედეგობის გაზრდას საქართველოში.