17
ოქტ.
17 ოქტ 2022
მალე: საქართველოს დაკავშირებულობა ჰოლანდიურ კარტოგრაფიაში
მალე, საქართველოში პირველად, გვექნება შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ სულხან სალაძის კერძო კოლექციაში დაცული 25-მდე ჰოლანდიური კარტოგრაფიული მასალა (გრავიურები, რუკები), რომლებიც ასახავენ საქართველოს „დამაკავშირებელი“ გეოპოლიტიკური შესაძლებლობების მიმართ ევროპის მრავალსაუკუნოვან ინტერესს. გამოფენა მოეწყობა ნოემბერსა და დეკემბრის თვეებში თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში და მოიცავს თემატურად დაჯგუფებულ მასალებს: ევროპა და აზია, იმპერიები, შავი ზღვა, კავკასია, საქართველო და საქართველოს ხალხები.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ. 
გამოფენები ეძღვნება საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.