20
ოქტ.
20 ოქტ 2022
კვლევის პრეზენტაცია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში: სასამართლოს კარს მიღმა - მოსამართლეების საგანმანათლებლო საჭიროებები
მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, პროექტის ფარგლებში: „მტკიცებულებებზე დაფუძნებით, სასამართლო სისტემის ხელშეწყობა საქართველოში“ გაიმართა ღია სივრცე კავკასიის კვლევის პრეზენტაცია “სასამართლოს კარს მიღმა - მოსამართლეების საგანმანათლებლო საჭიროებები”, რომელიც ჩატარდა იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. აღნიშნული კვლევის ფარგლებში ღია სივრცე კავკასიამ მოსამართლეთა პროფესიული გადამზადების პროგრამის გაუმჯობესებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის შედეგზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერების ხელშეწყობისათვის, სკოლასთან თანამშრომლობით განახორციელა მოსამართლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევა და კვლევაზე დაფუძნებით, შეიმუშვა სხვადსახვა თემატიკაზე სასწავლო მოდულები.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ღია სივრცე კავკასიის თავმჯომარემ ირმა პავლიაშვილმა, ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილემ ლუს ლამერტსმა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა გამართეს დისკუსია და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.