14
დეკ.
14 დეკ 2022
საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე

2022 წლის 14-დან 16 დეკემბრამდე, ღია სივრცე კავკასია (COS) მართავს XVI-XVIII საუკუნეების იმ ჰოლანდიური რუკებისა და გრავიურების გამოფენას, სადაც საქართველო და ქართველები არიან ასახული.

 

სულხან სალაძის კერძო კოლექციაში დაცული 26 რუკა და გრავიურა კარგად წარმოაჩენს, რომ ისტორიულად, შავი ზღვა აკავშირებდა საქართველოსა და ევროპას და ხაზს უსვამდა ე.წ. „დაკავშირებულობის“ იდეის მნიშვნელობას.

 

გამოფენა ეძღვნება ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს და მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ. 

 

 იხილეთ საქართველო რუკებსა და გრავიურებზე  

 

 

გამოფენის განრიგი შემდეგია: 


ბათუმი: 14 დეკემბერი, 14:00, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი


ზუგდიდი: 15 დეკემბერი, 13:00, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი


ქუთაისი: 16 დეკემბერი, 13:00, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: cos@cos.ge