25
იან.
25 იან 2022
„ღია სივრცე კავკასია“ და მისი მკვლევართა ქსელი საქართველოს მასშტაბით, სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხსა და სახელმწიფოს

„ღია სივრცე კავკასია“ და მისი მკვლევართა ქსელი საქართველოს მასშტაბით, სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხსა და სახელმწიფოს, რომელიც რუსეთის განახლებული თავდასხმის საფრთხის წინაშეა. უკრაინისა და საქართველოს რესპუბლიკების მოსახლეობა უკვე საუკუნეზე მეტია, ერთმანეთს გვერდში უდგას მრავალი სირთულის გადასალახავად და გვერდიგვერდ იბრძვის თავისუფლების, დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის, როგორც შიდა სახელმწიფოებრივ ისე გლობალურ დონეზე.


ხაზგასმით აღვნიშნავთ უკრაინის საკვანძო როლს შავი ზღვის რეგიონულ უსაფრთხოებაში, ამასთან უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შელახვა შესაძლოა პირდაპირი გავლენის მქონე აღმოჩნდეს ევროპის უსაფრთხოების საკითხში.


რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოს მიმართ მორიგი სამხედრო აგრესია იქნება საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების ძირეული დარღვევა, რაც შექმნის სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიაზე შეჭრის მორიგ საშიშ პრეცედენტს, სადაც არც ერთი სახელმწიფო არ იქნება დაცული.


ასეთ რთულ დროს, აუცილებელია დემოკრატიული სამყაროს, საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომა და სამხედრო აგრესიის პრევენცია. ღია სივრცე კავკასია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს უკრაინელ პარტნიორებსა და მოსახლეობას.