
აპრ.
ღია სივრცე კავკასია (Caucasus Open Space – COS) აცხადებს ვაკანსიას გენდერული და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- პროექტის განმახორციელებელ გუნდთან ერთად, პროექტული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
- საპროექტო გუნდთან ერთად, კვლევით საქმიანობაში ჩართულობა;
- კვლევის შედეგების საფუძველზე, მონაწილეობის მიღება საადვოკაციო საქმიანობაში, სხვადასხვა სასწავლო და საინფორმაციო მასალის შემუშავება;
- პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პროექტის განხორციელების კოორდინაციასა და მხარდაჭერაში ჩართულობა;
- საჭიროებისამებრ, თავმჯდომარის დავალებით სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამართლის ან სხვა მომიჯნავე სპეციალობის მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული;
- მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება სამართლის, საჯარო პოლიტიკის და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართვის მიმართულებით;
- კვლევითი საქმიანობის, ტრენინგების დაგეგმვის და ჩატარების, საადვოკაციო საქმიანობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- გენდერული მეინსტრიმინგის/დაგეგმარების და/ან გენდერული მონაცემების ანალიზის ცოდნა;
- საქმიანობის დამოუკიდებლად დაგეგმვის, ორგანიზების, გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 525 ევროს ექვივალენტი ლარში.
სამუშაო ფორმატი და განრიგი: დამსაქმებელთან შეთანხმებით.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV, სამოტივაციო წერილი და თქვენ მიერ ჩატარებული მინიმუმ 2 კვლევის ნიმუში შემდეგ ელ.ფოსტაზე: cos@cos.ge 2023 წლის 24 მაისის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ელ.ფოსტის მეშვეობით.