15
ნოე.
15 ნოე 2023
ღია სივრცე კავკასია (COS) აცხადებს ტენდერს კვლევაზე: გენდერული და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა ინფორმირებულობა და დამოკიდებულებები

ზოგადი ინფორმაცია

ა(ა)იპ ღია სივრცე კავკასია (COS) აერთიანებს კვლევით-საკონსულტაციო ორგანიზაციას, სოციალურ კაფე COSMOSS-ს, ციფრულ საგანმანათლებლო  და საინფორმაციო პლატფორმას. COS საქმიანობს ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობისა და უსაფრთოხების კონცეფციით. ორგანიზაცია ისწრაფვის სოციალურად მედეგი, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მდგრადი, ადამიანისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. აგრეთვე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ, საერთო გამოწვევების უფრო ეფექტური გადაჭრისთვის. COS მიზნად ისახავს გააძლიეროს საქართველოსა და რეგიონში ადამიანის უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება, რომლის მიღწევა შეუძლებელია დემოკრატიული განვითარების გარეშე, ხოლო დემოკრატიული განვითარება მოითხოვს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და საქართველოს მნიშვნელობის გაძლიერებას, „დაკავშირებულობის“ (ე.წ. connectivity-ს) ზრდის მეშვეობით. 

ორგანიზაციის ამოცანებს შორისაა დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დამკვიდრება, კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, ეფექტური მმართველობისა და მდგრადი ინსტიტუტების ფორმირება, ეფექტური საჯარო პოლიტიკის ფორმირება. 

 

COS მუდმივად იკვლევს ფართოდ გავრცელებულ ნარატივებსა და საზოგადოებრივ დამოკიდებულებებს და განწყობებს, რათა ნებისმიერი საქმიანობა და  საინფორმაციო კამპანია ეფუძნებოდეს ანალიზსა და დეტალურ მონაცემებს.

 

ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა და გენდერული თანასწორობა წარმოადგენს COS - ის ყველა პროგრამის გადაკვეთის პრიორიტეტს.

 

 

ტენდერის შესახებ

ღია სივრცე კავკასია (COS), პროექტის "გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა" (2022-2024) ფარგლებში აცხადებს ტენდერს თვისებრივ კვლევაზე „გენდერული და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა ინფორმირებულობა და დამოკიდებულებები საზოგადოებაში.“

პროექტს COS პარტნიორ ორგანიზაციებთან ASB საქართველო, უფლებები საქართველო, მედია ცენტრი კახეთი, ფონდი აფხაზინტერკონტი და ერთად რეალური ცვლილებებისთვის ერთად ახორციელებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივ დახმარებას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდას გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. პროექტის სამოქმედო არეალია რაჭის, სვანეთის, იმერეთის და კახეთის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები. 

 

 

კვლევის მიზანი:

თვისებრივი კვლევის მიზანია გენდერული და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა ინფორმირებულობის და საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებების კვლევა გენდერული და ქალთა მიმართ ძალადობის  კუთხით.

კვლევის არეალი:

თვისებრივი კვლევის არეალია რაჭის, სვანეთის, იმერეთის და კახეთის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები. ჯამში 16 მუნიციპალიტეტი.

 

ძირითადი მოთხოვნები

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

 

ავალდებულო მოთხოვნები:

-       კვლევის ჩატარების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

-       აკადემიური გამოცდილება: ჰუმანიტარული მეცნიერებები, მათ შორის სოციოლოგია, ფსიქოლოგია, გენდერული კვლევები, საჯარო პოლიტიკა და სხვა დაკავშირებული სფეროები;

-       საველე სამუშაოებისთვის მოგზაურობის სურვილი;

-       გენდერული მგრძნობელობა და საქართველოს სოციალური, პოლიტიკური, კულტურული კონტექსტის, ტრადიციების, ადათ-წესებისა და შეხედულებების ცოდნა.

სასურველი:

-       სპეციფიური ცოდნა და გამოცდილება გენდერულ საკითხებზე, ოჯახში ძალადობის ან გენდერთან და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებზე მუშაობის შესახებ, მათ შორის სიღარიბის ფემინიზაციასა და სხვა მოწყვლადობაზე;

-       არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.

 

შერჩევის პროცედურა:

 

განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ  შერჩეულ კანდიდატს/კანდიდატებს.

 

შერჩევის კრიტერიუმებია:

 

ცოდნა/გამოცდილება თემატური მიმართულებით - 40 ქულა; 

მომსახურების ღირებულება - 30 ქულა; 

კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევები - 30 ქულა. 

 

 

განაცხადის წარდგენა

 

განაცხადი მიიღება ელექტრონულად, 2023 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: cos@cos.ge  სათაურში მიუთითეთ „თვისებრივი კვლევა - 2023“.

 

დაინტერესებულმა პირებმა  უნდა წარმოადგინონ:

 

-       ჩატარებული კვლევების პორტფოლიო;

-       პროფესიული რეზიუმე;

-       შესასრულებელი სამუშაოს  მეთოდოლოგიური ჩარჩო, ფასი და ვადები;

-       ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;

ღია სივრცე კავკასია (COS) იტოვებს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და  დაუკავშირდეს წარდგენილ რეკომენდატორებს.