8
ივლ.
8 ივლ 2023
ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე უარს ამბობს

 

დღესთბილისი პრაიდისფესტივალზე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, შეაკავოს და გაუმკლავდეს მცირერიცხოვანი მოძალადე ჯგუფების აგრესიას. რამდენიმე თვით ადრე დაგეგმილი, სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებული, მშვიდობიანი შეკრების ჩაშლა ხელისუფლების მორიგი მარცხია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თვეების განმავლობაში ჰპირდებოდათბილისი პრაიდს“, სხვადასხვა ორგანიზაციებს, სახალხო დამცველსა და უცხოელ პარტნიორებს, რომ ისინი დაიცავდნენ მშვიდობიანად შეკრებილი ადამიანების უსაფრთხოებას. დღეს განვითარებულმა მოვლენებმა კი აჩვენა, რომ ხელისუფლება საქართველოში რუსული სტილის საზოგადოების ჩამოყალიბებას გეგმავს. პუტინის ავტორიტარული პროექტი რუსეთში სწორედ ერთ თემზე თავდასხმით დაიწყო, რომელიც ყველა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით დასრულდა

დღევანდელი ქმედებით ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რუსეთისკენ და დაგვაშორა ევროკავშირს. სავალალოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი პირობა არ შეასრულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყანაში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:

ღია სივრცე კავკასია (COS);

საფარი;

დემოკრატიის მცველები;

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი;

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის;

სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC);

კომლის თემი;

Tsertili •
წერტილი;

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);

ფრანკლინის კლუბი;

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი;

თანასწორობის მოძრაობა;

სოლიდარობის თემი;

ჯიუტი Geut;

ფემინა

მაისის მოძრაობა;

ფემეა;

ახალგაზრდა ფემინისტები;

ჩართულობის და განვითარების ცენტრი;

გურიის სამოქალაქო ცენტრი;

Promote Georgia;

უფლებები საქართველო;

მწვანეები;

ტალღა;

ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ;

რეპროდუქციული განათლების ჰაბი;

თემიდა;

GrlzWave;

თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება;

ყვარლის ევროკლუბი;

აქტიური სამოქალაქო ინიციატივა

მიშგოვ ლარდა;

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი;

სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი;

სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი;

ანვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD);

მირაბალდები.