
იან.
წარმოგიდგენთ ღია სივრცე კავკასიას ონლაინ აკადემიის პირველ სასწავლო კურსს მუნიციპალიტეტებისა და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის: „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ტრენინგ პლატფორმა“, რომელიც მოიცავს კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის საბაზისო საკითხებს, რათა დავიცვათ კომპიუტერული სისტემები კიბერშეტევებისგან, ვირუსებისგან და სხვა კიბერდანაშაულისგან. სასწავლო პლატფორმის ბმულია: https://elearning.cos.ge
სასწავლო პლატფორმა შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (USAID GGI) USAID Good Governance Initiative in Georgia - GGI-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება“ ფარგლებში. პლატფორმის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ღია სივრცე კავკასია (COS) და ის შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის, USAID-ის ან GGI-ის შეხედულებებს.
პროექტი 14 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და მოიცავს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების გადამზადებას კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის საკითხებში.