აპრ.
საქართველოს პარლამენტში გენდერული ბალანსი ქვეყნის მოსახლეობის ნების პირდაპირი გამოხატულება და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. კვლევების თანახმად, საქართველოში ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერს პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ წარმომადგენლობას (50-50), მათ შორის, სავალდებულო გენდერული კვოტის გამოყენებით (NDI, 2023) და მიიჩნევს, რომ ეს დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე (UNDP, UNFPA, 2020).
2024 წლის 22 მარტს, პარტია “გირჩის” წევრებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” უქმდება სავალდებულო გენდერული კვოტა, ხოლო “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანულ კანონში უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30% დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის. მოულოდნელად მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას და დაჩქარებული წესით უყრის კენჭს.
ევროპული პერსპექტივის მინიჭებისას, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12 პირობათაგან ერთ-ერთი გენდერული თანასწორობა იყო. წინსვლის ნაცვლად (შესრულებული სამი რეკომენდაციიდან ერთი სწორედ გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის საკითხებს ეხებოდა), სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმების კანონპროექტის მიღება აშკარა რეგრესს და უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
ამასთან, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს განსაკუთრებული ზომები კაცების და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღების კანონზე და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კონსტიტუციის ცხადად დეკლარირებული ნებაა, მიანიჭოს სახელმწიფოს სქესთა შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფისა და არსებული უთანასწორობის აღმოფხვრისათვის გარკვეული პოზიტიური ქმედებების განხორციელების ლეგიტიმაცია. სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ პარლამენტში ქალების წარმომადგენლობის გაზრდა წარმოადგენს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტიდან მომდინარე მნიშვნელოვან კონსტიტუციურ მიზანს.
სავალდებულო გენდერული კვოტის მოქმედება დადებითად აისახა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ქალთა წარმომადგენლობა 3%-ით 19.1%-მდე, ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 13.8%-დან 24%-მდე გაიზარდა. თუმცა, ეს მაჩვენებელი ჯერ ისევ ვერ აღწევს ქალთა წარმომადგენლობის კრიტიკულ მასას - 40%-ს. 2023 წლის გლობალური გენდერული ინდექსის მიხედვით, საქართველო 76-ე ადგილს იკავებს 146 ქვეყანას შორის, ხოლო პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით 125-ე ადგილზეა.
ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის და გენდერული დისბალანსის აღმოფხვრის ვალდებულება გათვალისწინებულია არაერთ საერთაშორისო აქტში, მათ შორის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციაში, პეკინის დეკლარაციასა და სამოქმედო პლატფორმაში და ევროპის საბჭოს რეკომენდაციაში.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ამომრჩევლების გამოხატული ნება, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები და მხარი არ დაუჭიროს სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმებას.
- ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი
- ქალთა მოძრაობა
- საფარი
- ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- ღია სივრცე კავკასია (COS)
- ქალთა საინფორმაციო ცენტრი
- გენდერული თანასწორობის ქსელი
- ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი (WPRC)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)
- უფლებები საქართველო
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- Civil Rights Defenders
- ფონდი ტასო
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
- სექტორი 3
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი
- იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია თანხმობა
- ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
- GrlzWave
- ქვიარ ასოციაცია - თემიდა
- თბილისი პრაიდი
- Promote Georgia
- ქართველ და გერმანელ ქალთა საერთაშორისო ცენტრი
- ახალგაზრდა ფემინისტები / Young Feminists
- მრავალარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD)
- ქალთა იმედი
- დავიწყოთ ახლა
- საორსა
- ცოდნის კაფე
- კანონის უზენაესობის ცენტრი
- ჟურნალისტთა კავშირი "ხალხის ხმა" (რადიო "მარნეული")
- Youth for Society Georgia
- უნივერსალთა ლიგა
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- მშობლები განათლებისთვის
- საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
- კომლი
- ქვემო ქართლის მედია - QvemoQartli.ge
- მოძრაობა "ინკლუზიური საზიგადოება - საქართველო"
- თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
- ასოციაცია "მერკური"
- ტოლერანტობის სამყარო
- ფორსეტი
- რაჭის სათემო ორგანიზაცია
- ახალგაზრდების ხმა - Youth Voices
- ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი (COSDP)
- პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყარო"
- გამომცემლობა მელანი
- კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)
- ანოვა
- სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა
- სამოქალაქო მოძრაობა ტალღა
- საუნჯე
- სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
- მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS)
- მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი
- საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
- სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია
- სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
- ტრანსგენდერი კაცების საინიციატივო ჯგუფი "ჩვენი კლუბი"
- მწვანე ალტერნატივა
- სენტირე
- შშმ ქალთა ალიანსი
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
- თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
- სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
- ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC)
- ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
- დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
- განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
- ქსელი ტბფიფლ
- რეალური ხალხი, რეალური ხედვა
- ჩემი იმერეთი
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი
- პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO)
- კავშირი ფრეია
- არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი "მზიანი სახლი"
- საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია "დია"
- საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი
- ქალთა ფონდი საქართველოში
- ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
- უხუცეს ქალთა საბჭო
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა (DEP)
- ქალთა ფონდი "სოხუმი"
- დიმელი ქალები
- სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის