აპრ.
2024 წლის 4 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით გააუქმა გენდერული სავალდებულო კვოტა. საარჩევნო კოდექსში ამ ცვლილებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.
“გირჩის” მიერ ინიცირებული, საპარლამენტო უმრავლესობით მხარდაჭერილი კანონპროექტის მიღება დაჩქარებული წესით, ფორსირებულ რეჟიმში წარიმართა. ინიციატორებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს არ წარუდგენიათ გენდერული კვოტირების გაუქმების საჭიროების ლეგიტიმური არგუმენტები. კანონპროექტის ინიციატორების მხრიდან დისკუსია, გენდერული თანასწორობისა და ქალთა წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, ბარიერების და არსებული უთანასწორობის სიღრმისეული ანალიზის გარეშე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ სავალდებულო გენდერული კვოტის მოქმედება დადებითად აისახა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე , ხოლო 2023 წლის თებერვალში, საარჩევნო კოდექსში სავალდებულო გენდერულ კვოტასთან დაკავშირებული ცვლილების შემდეგ, მისი გამოყენება პრაქტიკაში არ მომხდარა და არ შეფასებულა გენდერული კვოტირების, როგორც დროებითი სპეციალური მექანიზმის ეფექტიანობა - რამდენად საკმარისი იყო მისი მოქმედების პერიოდი ქალთა პოლიტიკური ჩართულობის რეალურად უზრუნველსაყოფად. საგანგაშოა, რომ განხილვები ქალთა მიმართ დისკრიმინაციული, სექსისტური და შეურაცხმყოფელი ენის გამოყენებით წარიმართა.
ორი დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილისა და ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მიმართ გაჟღერებული სექსისტური, შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი მიმართვები და მათი სექსუალიზებულ და დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მტრულ გარემოს, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში არსებობს ქალების მიმართ. დეპუტატების განცხადებები ხელს უწყობს ქალთა მიმართ ძალადობის ნორმალიზებას საზოგადოების ფართო წრეებში.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული, “საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის” თანახმად, პარლამენტის წევრმა, საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას, უნდა იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპით, პატივი უნდა სცეს და აღიაროს კაცების და ქალების თანაბარი უფლებები. ასევე, ეთიკის კოდექსის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება.
დეპუტატების მიერ ეთიკის კოდექსის უხეში დარღვევის მიუხედავად, ამ დრომდე, საქართველოს პარლამენტს არ მოუხდენია არანაირი ქმედითი რეაგირება და დღის წესრიგში არ დაუყენებია ეთიკის კოდექსის დამრღვევ პარლამენტართა მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
ეთიკის კოდექსის თანახმად, “საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ ეთიკის ნორმების დაცვა კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. იგი საზოგადოების წინაშე საქართველოს პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებას ემსახურება.”
მეათე მოწვევის პარლამენტში პოლიტიკოს ქალთა წინააღმდეგ ძალადობამ და დისკრიმინაციამ სისტემური ხასიათი მიიღო. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტი იქცეს ადგილად, სადაც ქალთა მიმართ სიძულვილი და დისკრიმინაცია კომუნიკაციის მიღებული ფორმაა. მსგავსი მიდგომა, გენდერული კვოტის გაუქმების პირობებში, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას მნიშვნელოვნად შეაფერხებს და ქალებს გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან კიდევ უფრო გარიყავს.
ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სახელით, მოვუწოდებთ
საქართველოს პარლამენტს:
- დაიცვას კონსტიტუცია, აამოქმედოს არსებული ეთიკის კოდექსი, დადგენილი სანქციები, მოახდინოს რეაგირება ქალთა მიმართ ძალადობასა და ღია სიძულვილზე. ამასთანავე, დღის წესრიგში დააყენოს ეთიკის კოდექსის გადახედვისა და სანქციების გამკაცრების საკითხი.
პოლიტიკურ პარტიებს:
- უზრუნველყონ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდა შიდა პარტიული კვოტით, რათა აღასრულონ კონსტიტუციით გარანტირებული არსებითი გენდერული თანასწორობის პრინციპი და ხელი არ შეუშალონ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს;
- მოახდინონ დროული და შესაბამისი რეაგირება მათი წევრების მიერ ადამიანის ღირსების შელახვის ფაქტებზე და დააყენონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა;
- დაიცვან და აღიარონ არსებითი გენდერული თანასწორობის იდეა - ქალებისა და კაცების უფლებების სრული დაცვითა და თანაბარი შედეგების უზრუნველყოფით.
განცხადება ღიაა ხელმოსაწერად ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ყველა პირისთვის, ვინც იზიარებს განცხადების შინაარსს.
ხელმომწერები:
1. ღია სივრცე კავკასია (COS)
2. ქალთა საინფორმაციო ცენტრი
3. ქალთა მოძრაობა
4. საფარი
5. ქალთა სოლიდარობის ცენტრი
6. იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"
7. ქალთა ფონდი "სოხუმი"
8. კავკასიური დიალოგი
9. ასოციაცია "მერკური"
10. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყარო"
11. დავიწყოთ ახლა
12. სათემო ცენტრი "ლელიანი"
13. ქართველ და გერმანელ ქალთა განათლების საერთაშორისო ცენტრი
14. გენდერ-მედია-კავკასია
15. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალთა საბჭო
16. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
17. NeoTv.ge
18. Feminism.ge
19. ასოციაცია ”იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
20. საორსა
21. საინიციატივო ჯგუფი "დიმელი ქალები"
22. გენდერული თანასწორობის ქსელი
23. თანაზიარი
24. ქალების ხმა- დემოკრატია და უსაფრთხოება
25. მარიამ გვიდიანი ქალების ხმა- დემოკრატია და უსაფრთხოება
26. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
27. სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა
28. რეგიონული ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი"
29. ნინო ციხისთავი-ხუციშვილი
30. მერი გელაშვილი
31. სოფიო წულაია
32. თამარ გოგოლაძე
33. გიორგი თვალიაშვილი
34. ლელა ჯავახიშვილი
35. ეკატერინე გამახარია
36. სალომე მაქაცარია
37. ნანა გოგოხია
38. სამირა ბაირამოვა
39. მირანდა ნამიჭეიშვილი
40. ხათუნა კეთილაძე
41. ქეთევან რუხაძე
42. თამრიკო ჯიქია
43. მარინე მღებრიშვილი
44. ია იაშვილი
45. ქრისტინე თვალავაძე
46. მარიამ ლომიძე
47. ნონა ბაგრატია
48. ნათია ალიბეგაშვილი
49. ნატალი ენუქიძე
50. მარიამ მაისურაძე
51. ლილი ფულარიანი
52. ანასტასია ლორთქიფანიძე
53. მამუკა გაჩეჩილაძე
54. მაია მამულაშვილი
55. მაია კუპრავა-შარვაშიძე
56. გულნაზ გახარია
57. გულნაზ ამაღლობელი
58. ქეთევან შანიძე
59. თეა ქარდავა
60. შორენა უზნაძე
61. ქეთევან გაბრუაშვილი
62. ნაზი შანაიძე
63. ნატო მიქელაძე
64. ნინო ჯანაშია
65. ასმათი ჯანგავაძე
66. რუსუდან ფუხაშვილი
67. ლალი გოგოლაძე
68. ია მჭედლიძე
69. მარიტა ბიბლაია
70. თამარ მარანელი
71. მერი გელაშვილი
72. თოზუ გულმამედოვა
73. თამარ გახოკიძე
74. ეკა დარბაიძე
75. ქნარიკ კულიდჟანიან
76. მარიამ ჯორჯაძე
77.სოფიო წულაია
78. თამარ გოგოლაძე
79. გიორგი თვალიაშვილი
80. მარი კორკოტაძე
81.თამარა სართანია
82. ლელა ჯავახიშვილი
83. მარია ბარამიძე
84. ეკატერინე გამახარია
85. სალომე მაქაცარია
86. ლიანა ჩლაჩიძე
87.თეონა ქავთარაშვილი
88. ნანა გოგოხია
89. სამირა ბაირამოვა
90. თაკო სონღულაშვილი
91. მარიამ ჯუღელი
92. ანა გახოკიძე
93. ნათია ჯინჭარაძე
94.ნაზიბროლა ჯაშიაშვილი
95. ეთერ არსანიძე
96. მარიამ ჯინჯიხაძე
97. შორენა ლორთქიფანიძე
98. მირანდა ნამიჭეიშვილი
99.ხათუნა კეთილაძე
100. ნინო გამყრელიძე
101. თეო ხატიაშვილი
102.თეონა მაისურაძე
103. მარიამი დანელია
104.ია გრიგოლაშვილი
105.თამარ გაბიანი
106.ნატო გამცემლიძე
107. ირინა ონაშვილი
108. მარიამ ყანჩაველი
109.ეკატერინე ქოთოლაშვილი
110. ქეთევან რუხაძე
111.სალომე ლოლაძე
112.მზია ვერულაშვილი
113.რუსუდან კერვალიშვილი
114. სოფიო შამანიდი
115. მარიამ სეთურიძე
116.თინათინ ბოკუჩავა
117. თამრიკო ჯიქია
118. მარინე მღებრიშვილი
119. თეონა ბექიშვილი
120. ხათუნა ჩხეიძე
121. თამარ წურწუმია
122. ია იაშვილი
123. ლელა ფუტკარაძე
124.ლაურა ქარცივაძე
125. თამარ ფურცელაძე
126. ზოია კურტანიძე
127. დარეჯან დვალიშვილი
128. სალომე არაბული
129.თინათინ მაგრაქველიძე
130. კესო ბარამიძე
131. ანა გიორგობიანი
132. ნინო ციხისთავი-ხუციშვილი