9
აპრ.
9 აპრ 2024
დამოუკიდებლობის 35 წელი

1989 წლის 9 აპრილი, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში, დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.

გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - აქციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აქედან 17 ქალი, ხოლო 4 კაცი იყო. გარდაცვლილთა შორის იყვნენ არასრულწლოვანებიც. 2000-მდე მოქალაქე კი ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა.


9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.