1
ივნ.
1 ივნ 2021
თანამშრომლობის მემორანდუმი „ღია სივრცე კავკასიასა“ (COS) და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის.

დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „ღია სივრცე კავკასიასა“ (COS) და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის.

COS და იუსტიციის უმაღლესი სკოლა იზრუნებენ:
სკოლის ინსტიტუციურ განვითარებაზე, სამოსამართლო კანდიდატების, მოსამართლეების, მოსამართლეთა თანაშემწეებისა და სასამართლოს სხვა თანამშრომლების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებაზე.