30
მაი.
30 მაი 2024
ღია სივრცე კავკასიას საარჩევნო პროგრამის საქმიანობა

ღია სივრცე კავკასიას საარჩევნო პროგრამის საქმიანობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოიცავს:

 

-       წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის შესახებ კვლევით საქმიანობას; 

-       პარტიების შიდა დემოკრატიის გაძლიერებას;

-       ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის შესწავლა/მონიტორინგს;

-       ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო პროცედურებზე, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს, მათ შორის  ელექტრონული საშუალებებით არჩევნების ჩატარებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების უფლებების შესახებ.

 

ცნობიერების ამაღლების ფარგლებში ორგანიზაციას შემუშავებული აქვს ონლაინ პლატფორმა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ ჩვენგან დამოუკიდებულად მიიღონ ინფორმაცია საერთაშორისო სტანდარტების, კარგი პრაქტიკისა და საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ. ბმული: https://election.cos.ge

 

აქვე წარმოდგენილია ონლაინ კითხარის ფორმა, სადაც დამატებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი საჭიროებები, რომელთა მიხედვითაც განახლდება მოდულები და ყველა ის საჭირო ინფორმაცია დაემატება, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის. ბმული: https://forms.gle/9pjx69DNjWbsybX16