ოქტ.
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია - “ჩემი ხმა” 26 ოქტომბრისსაქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქშიაკვირდება. მისია აერთიანებს 2000-მდე ადამიანს. მათ შორის, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზედაკვირვებაში ჩართულია 200-მდე მოქალაქე. კოალიციის დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ყველასაარჩევნო ოლქში, აგრეთვე ცესკოში აკვირდებიან. 73 საარჩევნო ოლქში მუშაობს 133 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები დღის განმავლობაში ინფორმაციას რეგულარულად გვაწვდიან როგორც საარჩევნოუბნებზე არსებული პროცესის, ასევე კონკრეტული დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ.
წარმოგიდგენთ დაკვირვების შედეგებს, რომელიც ეფუძნება დამკვირვებლებისგან მიღებულ ინფორმაციასდილის 9:00 საათიდან 11:00 საათამდე კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე.
დილის 11:00 საათისთვის ინფორმაცია მიღებული გვქონდა 1029 უბნიდან. “ჩემი ხმას” დამკვირვებლებისმიერ მოწოდებული ინფორმაციით კენჭისყრის დაწყებიდან 11 საათამდე პერიოდში:
- მარკირება არ მოწმდებოდა სათანადო წესით - 49 უბანზე;
- ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონულიტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ამომრჩევლის ვერიფიკაციის წესების დარღვევა დაფიქსირდა 8 უბანზე;
- მარკირების გაკეთების წესის დარღვევა დაფიქსირდა-68 უბანზე;
- ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონულიტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახისხარვეზი გამოვლინდა 125 უბანზე;
- “ჩემი ხმას” დამკვირვებლებს დაკვირვების უფლება შეეზღუდათ 38 უბანზე.
ძირითადი ტენდენციები
გრძელდება საგანგაშო ტენდენცია, რაც გულისხმობს ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემას დაყუთში მოთავსებას. ამ დროისთვის ჯამში 50-მდე მსგავსი ფაქტია დაფიქსირებული საქართველოსმასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ტენდენცია გაყალბების მაღალრისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას. შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლისხელოვნურად შექმნას ან სხვა ტიპის მანიპულაციას.
კვლავ რთული ვითარებაა საბერძნეთის საარჩევნო უბანზე. დამკვირვებლებს არ ეძლევათ შესაძლებლობადააკვირდნენ არჩევნების პროცესს.
ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ედისონ რისერჩის” წარმომადგენლებს სამეგრელოში და კახეთში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხელსუშლიან საარჩევნო უბნების მიმდინარე პერიმეტრზე ეგზიტპოლის გამოკითხვის ჩატარებაში. საარჩევნოადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს მათ მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას.
ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დაწერილია 34 საჩივარი და 43 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
მნიშვნელოვანი ინციდენტები:
- ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემის და ყუთში მოთავსების შემთხვევები
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემის 23 შემთხვევა. ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემის შემთხვევები დაფიქსირდა სამეგრელოში 64-ე ოლქის მე-2 უბანზე, კახეთში მე-14, მე-15, მე-17 ოლქებში, ქვემო ქართლში მე-20 ოლქში, თბილისში აჭარაში - 79-ე, 81-ე და 83-ე ოლქებში, რაჭა-ლეჩხუმში - 47 ოლქი, სამცხე ჯავახეთში - 37-ე და 39-ე ოლქები, შიდა ქართლში - 32 ოლქი.
ხმის მთვლელ აპარატში ორი ბიულეტენი შეაცურეს თბილისის მე-2 ოლქის მე-8 უბანზე.
81-ე ოლქის მე-3 უბანზე ამომრჩეველმა საცდელის ნაცვლად ერთი კონკრეტული სუბიექტი გააფერადა, რაზეც რეგისტრატორს რეაგირება არ ჰქონია.
- დამკვირვებლის საქმიანობის ხელშეშლა
მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ვლინდება დამკვირვებლებისთვის დაკვირვების პროცესშიხელშეშლა, მათ შორის მსგავსი ფაქტები გამოვლინდა: სენაკის 64-ე ოლქის 32-ე და 1-ლ საარჩევნოუბნებზე, გარდაბნის 21-ე ოლქის მე-14 უბანზე, ქობულეთის 81-ე ოლქის მე-5 უბანზე.
მარნეულის 69-ე უბანზე კოალიციის ფიზიკურად გაუსწორდნენ დამკვირვებელს, რომელიც ბიულეტენებისჩაყრას ვიდეოკამერით აფიქსირებდა.
მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ვლინდება დამკვირვებლებისთვის დაკვირვების პროცესშიხელშეშლა, მათ შორის მსგავსი ფაქტები გამოვლინდა: სენაკის 64-ე ოლქის 32-ე და 1-ლ საარჩევნოუბნებზე, გარდაბნის 21-ე ოლქის მე-14 უბანზე, ქობულეთის 81-ე ოლქის მე-5 უბანზე.
ასევე გამოვლინდა ჩვენი დამკვირვებლების გაძევების შემთხვევები. კერძოდ: თბილისის მე-5 ოლქის 46-ედა მეათე ოლქი 41-ე უბნებიდან, მეშიდე ოლქის 1-ლი უბნიდან და გარდაბნის მე-15 უბნიდან (21.15) გამოაძევეს ჩვენი დამკვირვებლები. ასევე, ქობულეთის 79-ე ოლქის მე-2 უბნიდან, შენიშვნის გამო, გააძევეს“ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი.
დაფიქსირდა საჩივრის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევები ქვემო ქართლში 21-ე ოლქის მე-9 უბანზე, თბილისში მე-5 ოლქის 46-ე უბანზე.
ათენის საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს დაკვირვების განხორციელების შესაძლებლობას არაძლევენ.
- ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
უბნის გახსნიდან ამ დრომდე, საქართველოს რიგ უბნებში ვლინდება ერთზე მეტი ამომრჩევლის ყოფნისფაქტები ხმის მიცემის კაბინაში. ასეთი შემთხვევებია, მაგალითად, ქარელის საარჩევნო ოლქის 27-ე უბანზე; ბათუმის 79-ე ოლქის მეორე უბანზე კომისიის თავმჯდომარე შეჰყვა უსინათლო ამომრჩეველს ხმის მიცემისკაბინაში, რაც კანონით აკრძალული ქმედებაა.
თელავის მე-17 ოლქის მე-7 უბანზე ამომრჩევლები მრავალჯერ განზრახ არღვევენ საკუთარი ხმისფარულობას.
- ხარვეზები ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობაში
კვლავ ვლინდება ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევები საქართველოს მასშტაბით. კერძოდ, რიგ უბნებზევერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები მუშაობენ ხარვეზებით, მაგალითად: ზუგდიდის 67-ე ოლქისმე-8 და მე-15 საარჩევნო უბნებზე ხმის დამთვლელი ერთ-ერთი აპარატი არ მუშაობდა.
დაფიქსირდა ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევა თბილისის მე-5 ოლქის 46-ე უბანზე.
- აგიტაცია საარჩევნო უბანზე
ახალქალაქში, მე-20 ოლქის სამ უბანზე (1, 2, 62) ფიქსირდება აგიტაცია “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. გარდაბნის 41-ე უბანზე (22.41) ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციას“ქართული ოცნების” სასარგებლოდ.
- უცხოეთის უბნებიდან მიღებული ინფორმაცია
რაც შეეხება უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებს, ათენის 38-ე უბანზე კოალიციის დამკვირვებელსარ ეძლევა დაკვირვების შესაძლებლობა. კომისია არ აძლევს დამკვირვებელს ვიდეოგადაღებისშესაძლებლობას. არის დაძაბული ვითარება და გადატვირთულობა. კოალიცია ავრცელებს აღნიშნულისამსახველ ვიდეო და აუდიო მასალას.
მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უზრუნველყოს კომისიის წევრებისა დაამომრჩევლების დროული და სათანადო ინფორმირება რ ამომრჩეველზე 1-ზე მეტი ბიულეტენისგადაცემისა და ყუთში მოთავსების ფაქტების და მათი პრევენციისათვის გასატარებელიღონისძიებების თაობაზე.
სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა”-ს დამკვირვებლები მთელი ღამის განმავლობაში მოგვაწვდიანშემაჯამებელი ოქმის ფოტოებს, რომლებიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება და საჯაროდ ხელმისაწვდომიიქნება ვებ-გვერდზე wevote.ge. ამავე ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი დამკვირვებლების მიერგადმოგზავნილი კენჭისყრის წინასწარი შედეგების ამონაწერის (კონსოლიდირებული საბოლოოანგარიშის) ფოტოები იმ საარჩევნო უბნებიდან, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიებისგამოყენებით ტარდება. წინასწარი შედეგების ამონაწერისა და შემაჯამებელი ოქმების ფოტოებისსაჯაროობა “ჩემი ხმას” ვებ-გვერდზე ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს გადაამოწმოს ცესკოს მიეროფიციალურად დადებული მონაცემების თანხვედრა დამკვირვებლების მიერ უბნებზე მოპოვებულოფიციალურ დოკუმენტებთან.